დონალდ ტრამპი - მეფე სალმანს ვუთხარი, რომ აშშ-ის გარეშე ძალაუფლებას ორი კვირაც ვერ შეინარჩუნებს
დონალდ ტრამპი - მეფე სალმანს ვუთხარი, რომ აშშ-ის გარეშე ძალაუფლებას ორი კვირაც ვერ შეინარჩუნებს

დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მეფეს უთხრა, რომ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლებას ორი კვირაც ვერ შეინარჩუნებს.

„ჩენ ვიცავთ საუდის არაბეთს. იტყვით, რომ მდიდრები არიან? მე მიყვარს მეფე სალმანი, მაგრამ მე მას ვუთხარი – ჩვენ თქვენ გიცავთ, ჩვენს გარეშე აქ შესაძლოა, ორი კვირაც ვერ გაძლოთ. უნდა გადაიხადოთ თქვენი სამხედროებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა მისისიპის შტატში მომხრეებთან შეხვედრისას.

დონალდ ტრამპმა გასულ თვეში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) გააკრიტიკა.

„ჩვენ ვიცავთ ბევრ ამ ქვეყანას არაფრისთვის. ისინი ამით სარგებლობენ და ნავთობს მაღალ ფასში გვაძლევენ. გვსურს, რომ ნავთობის ფასი შემცირდეს“, – თქვა ტრამპმა.

საუდის არაბეთი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი და OPEC-ის ფაქტობრივი ლიდერია.