დონალდ ტრამპი - მართლაც ვესაუბრები პუტინს და მართლაც ვესაუბრები ზელენსკის, ეს კარგი საუბრებია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „კარგ საუბრებს“ აწარმოებს.
„მართლაც ვესაუბრები მას (პუტინს) და მართლაც ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და ეს კარგი საუბრებია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ „მუშაობს რუსეთ-უკრაინის საკითხზე“ და გამოთქვა იმედი, რომ ომის მოგვარება შესაძლებელი იქნება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ისაუბრა პუტინსა და ზელენსკის შორის არსებულ პირად დაპირისპირებაზეც.
„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სიძულვილი სასაცილოა. ეს სიგიჟეა. სიძულვილი ცუდი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამის მოგვარება გინდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.