დონალდ ტრამპი - მადლობა ჩემს გუნდს, ველოდები ჩვენი მოგზაურობის გაგრძელებას
დონალდ ტრამპი - მადლობა ჩემს გუნდს, ველოდები ჩვენი მოგზაურობის გაგრძელებას

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იურისტების გუნდს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი იურისტების ჯგუფს მათი დაუღალავი სამუშაოსთვის, რათა დაეცვათ სამართალი და სიმართლე“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, ტრამპმა მადლობა გადაუხადა სენატორებსა და კონგრესმენებს, რომლებმაც მის უდანაშაულობას დაუჭირეს მხარი.

„ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება. არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია ასეთი რამ და ეს გრძელდება, რადგან ჩვენს ოპონენტებს არ შეუძლიათ, დაივიწყონ თითქმის 75 მილიონი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ამავე განცხადებაში აკრიტიკებს ოპონენტებს და მათ პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს.

„ერთ პოლიტიკურ პარტიას ამერიკაში აქვს სრული უფლება, შეურაცხყოს კანონის უზენაესობა და სამართალდამცავები, წააქეზოს ბრბო, გაამართლოს მეამბოხეები და გადააქციოს მართლმსაჯულება პოლიტიკური ვენდეტის იარაღად, შავ სიაში შეიყვანოს და გააუქმოს, შეავიწროვოს ყველა ის ადამიანი, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს და ამბობს, რომ „მისი მოძრაობა ახლა იწყება“ და მომავალ თვეებში მხარდამჭერებს გეგმებს გააცნობს.

„მე ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას, რათა მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს ყველა მოქალაქისთვის. ერთად შეუძლებელია არაფერია“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და მისი იმპიჩმენტი არ შედგა.

დატოვე კომენტარი