დონალდ ტრამპი - ლიბერალი გუბერნატორები და მერები ძალადობრივი აქციების შესაკავებლად საკმარისად მკაცრად არ მოქმედებენ
დონალდ ტრამპი - ლიბერალი გუბერნატორები და მერები ძალადობრივი აქციების შესაკავებლად საკმარისად მკაცრად არ მოქმედებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლიბერალი დემოკრატები ძალიან მომთხოვნები არიან, როდესაც საქმე პანდემიას ეხება, ხოლო როდესაც ქვეყანაში აგრესიული პროტესტებია, ისინი სუსტები არიან.

„ლიბერალი დემოკრატები ძალიან მკაცრები არიან, როდესაც ადამიანების სახლში გამოკეტვაზე არის საუბარი, თუმცა როდესაც საქმე ეხება დანაშაულის აღკვეთას, ძარცვასა და ყაჩაღობას, ან თუნდაც ფიზიკურ ძალადობას, როგორც ეს დალასში მოხდა, ისინი სუსტები არიან. მე გავაჩერე მოვლენები მინესოტაში: აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობა დაიკავეს, პოლიციელებმა კი შენობა მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ მითითება მერისგან მიიღეს. ის ტიროდა. მერი არ უნდა ტიროდეს. ჩვენ ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მე კანონსა და წესრიგს ვემხრობი, ისინი არა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში.