დონალდ ტრამპი - კონგრესის მიერ მიღებული საბიუჯეტო კანონპროექტი ჩვენს ქვეყანას რაკეტად გადააქცევს
დონალდ ტრამპი - კონგრესის მიერ მიღებული საბიუჯეტო კანონპროექტი ჩვენს ქვეყანას რაკეტად გადააქცევს

ეს კანონპროექტი ჩვენს ქვეყანას რაკეტად გადააქცევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ საბიუჯეტო კანონპროექტის მიღების შემდეგ განაცხადა.

„ეს ქვეყნისთვის შესანიშნავი კანონპროექტი იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა არ აქვს იმ რესპუბლიკელებთან, რომლებიც კანონპროექტს არ ეთანხმებოდნენ, თუმცა როგორც ტრამპმა აღნიშნა, „იმედგაცრუებულია“, რომ ზოგიერთმა მათგანმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე თეთრ სახლში დაგეგმილ ცერემონიაზე ხელს მოაწერს კანონპროექტს.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.