დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კიმ ჩენ ინთან მორიგი შეხვედრა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კიმ ჩენ ინისგან პირობა მიიღო, რომ რაკეტებს არ გამოცდის

„მე მას ვენდობი და მჯერა, რომ პირობას შეასრულებს“,- განაცხადა ტრამპმა.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში ჩრდილო კორეასთან შეთანხმება ვერ შედგა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კიმ ჩენ ინს სანქციების სრულად მოხსნა სურდა .დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილო კორეაზე დაწესებული სანქციების მოხსნა აშშ-ს არ შეუძლია.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში, 2018 წლის სამიტზე უფრო დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იყო, თუმცა უარი ორივე მხარემ თქვა და ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ტრამპის შეფასებით, ჩრდილო კორეასთან სამიტი პროდუქტიული იყო და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მეგობრული განწყობით დასრულდა.