დონალდ ტრამპი – ხვალ ღამით ირანს ძლიერად დავარტყამთ, მომავალ კვირაში მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებს გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება, შეერთებული შტატები მომავალ კვირაში ქვეყნის ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს.
„ხვალ ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამითაც გავაგრძელებთ, ხოლო მომავალ კვირაში ვითარება მათთვის კიდევ უფრო დამძიმდება. სამიზნე გახდება ელექტროსადგურები და ხიდები. მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხიდებს გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ტრამპმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში.
ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები, რომელიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე თავად არ გადაწყვეტს მათ შეწყვეტას.
ამასთან, პრეზიდენტმა არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის სურვილი არ აქვს. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ოპერაციას სხვა ქვეყნები განახორციელებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოებზე საუბრობდა.