დონალდ ტრამპი – კანადა აშშ-თან მიმართებით ცუდად იქცევა, ისინი ბევრ ტარიფს გვიწესებენ, ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ არ ვჩქარობ, ​კანადისგან რასაც ვითხოვთ, გულწრფელობაა

00:12, 06.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას არ ჩქარობს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადას უპასუხისმგებლო ქცევაში დასდო ბრალი. მისი თქმით, კანადა შეერთებულ შტატებს მაღალ ტარიფებს უწესებს.

„კანადა შეერთებულ შტატებთან მიმართებით ძალიან ცუდად იქცევა. ისინი ჩვენ ბევრ ტარიფს გვიწესებენ, რომლის შესახებაც ჩემ გარდა არავინ იცოდა. საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მე არ ვჩქარობ. კანადა მთელ თავის ბიზნესს ჩვენთან აკეთებს, ჩვენ კი მათთან ძალიან ცოტას. ერთადერთი, რასაც კანადისგან ვითხოვთ, გულწრფელობაა. ისინი ამერიკასთან გულწრფელები არ არიან. წლების განმავლობაში გვატყუებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები აგვისტოში ჩაიშალა. 2025 წლის დასაწყისიდან ორივე ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს აწესებს. გასულ კვირას კი ძალაში შევიდა აშშ-ის აკრძალვა კანადური ალკოჰოლური სასმელების, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების დიდი ნაწილის იმპორტზე.

მსგავსი