დონალდ ტრამპი - კალათბურთს აღარ ვუყურებ
დონალდ ტრამპი - კალათბურთს აღარ ვუყურებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამარცხვინოდ მიიჩნევს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა აქციას, როცა ისინი მატჩების წინ, აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას ცალ მუხლზე იჩოქებიან.

„მიმაჩნია, რომ ეს სამარცხვინოა. ჩვენ ვმუშაობთ მოთამაშეებთან, ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ აზრის გამოთქმა შეძლონ. მე პირადად ვმუშაობ იმისთვის, რომ მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ამის შემდეგ კი ვხედავთ, რომ ისინი ჰიმნის წინ ცალ მუხლზე იჩოქებიან. ჩემთვის ეს მიუღებელია. როცა ვხედავ, რომ ისინი ცალ მუხლზე არიან, უბრალოდ, თამაშს ვთიშავ. არავის გაუკეთებია შავკანიანი საზოგადოებისთვის იმდენი, რამდენიც მე. მხოლოდ აბრაამ ლინკოლნია გამონაკლისი.

მაგრამ როცა ვხედავ, რომ ადამიანები მუხლზე იჩოქებიან, ჩვენი დროშისა და ჰიმნის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ, მე თამაშს ვთიშავ. როგორც ცნობილია, კალათბურთის რეიტინგი ძალიან ეცემა. ბეისბოლშიც ამგვარი სიტუაციაა. ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი დროშის, ჩვენი ჰიმნისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრი ადამიანი მეთანხმება. თუ მე მართალი არ ვარ, მზად ვარ წავაგო არჩევნები. მაგრამ მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს დროშასა და ჩვენს ქვეყანს”, – განაცხადა ტრამპმა.

დატოვე კომენტარი