დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი რადიკალია, თუმცა ჯერაც არ იცის, სად არის
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი რადიკალია, თუმცა ჯერაც არ იცის, სად არის

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა „ნიუსმაქსთან“ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი გარშემორტყმულია რადიკალი მემარცხენეებით, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები.

„მეორე მხარეს მე რადიკალ მემარცხენეებს ვეძახი. ბაიდენი გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც სერიოზული რადიკალები არიან. მათი მმართველობის ქვეშ თქვენ არ გექნებათ მეორე შესწორება, რელიგიური თავისუფლება, არაფერი. მე ვიძახდი, რომ 2016 წლის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნებოდა, თუმცა ახლა მგონია, რომ ეს მომავალი არჩევნები იქნება, რადგან ისინი სრულიად გაგიჟდნენ. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, მეორე შესწორების ამოღებაზე, საზღვრების მთლიანად გახსნაზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთან შემოვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.