დონალდ ტრამპი - იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ჩვენ კი მათ ათწლეულების განმავლობაში ვიცავდით
დონალდ ტრამპი - იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ჩვენ კი მათ ათწლეულების განმავლობაში ვიცავდით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, იტალიას არც კი უფიქრია აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, მაშინ როდესაც აშშ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში იცავდა.

„[აშშ-ის მიერ] ნატო-ში ტრილიონობით დოლარის დახარჯვის შემდეგ იტალიასა და მის პრემიერ-მინისტრს არც კი უფიქრიათ ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მათი ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს, ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ჩვენი და დანარჩენი მსოფლიოს დასაცავად. ეს კარგი არ არის!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯია მელონი მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ შეეცოდა. საპასუხოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები შეთხზულია და იტალია არასდროს არავის ეხვეწება. მელონის შეფასებით, შოკის მომგვრელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს უფრო ცუდად ეპყრობა, ვიდრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ღიად დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან.