დონალდ ტრამპი - ისრაელი დათანხმდა ჩემს პირობებს, ახლა დროა, „ჰამასი“ დათანხმდეს, ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეტი აღარ იქნება
დონალდ ტრამპი - ისრაელი დათანხმდა ჩემს პირობებს, ახლა დროა, „ჰამასი“ დათანხმდეს, ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეტი აღარ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ, ისრაელის მსგავსად, „ჰამასიც“ უნდა დათანხმდეს მის მიერ შეთავაზებულ პირობებს და აცხადებს, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა.

„ყველას სურს მძევლების სახლში დაბრუნება. ყველას სურს ამ ომის დასრულება. ისრაელი დათანხმდა ჩემს პირობებს. ახლა დროა, „ჰამასი“ დათანხმდეს. მე გავაფრთხილე „ჰამასი“ შედეგებზე, თუ არ დათანხმდებიან. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეტი აღარ იქნება“, – წერს ტრამპი.