დონალდ ტრამპი - დიდი ხანია, ირანთან ვლაპარაკობთ, ამჯერად ისინი სერიოზულად არიან განწყობილი, ხვალ მათ ელექტროსადგურებზე დარტყმას ვგეგმავდით, მაგრამ გადავდეთ
დონალდ ტრამპი - დიდი ხანია, ირანთან ვლაპარაკობთ, ამჯერად ისინი სერიოზულად არიან განწყობილი, ხვალ მათ ელექტროსადგურებზე დარტყმას ვგეგმავდით, მაგრამ გადავდეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მშვიდობის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი აქვს.

„მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკება იყო, მაგრამ ირანთან, დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ამჯერად ისინი სერიოზულად არიან განწყობილი“, – განაცხადა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ირანი თანახმაა, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.

„ირანს კიდევ ერთი შანსი აქვს, შეწყვიტოს საფრთხის შექმნა ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიმედოვნებთ, ამ შანსს გამოიყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მთელი სამყარო მალე გაცილებით უსაფრთხო იქნება. ახლა ნამდვილად კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დათანხმდნენ, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან. მაგრამ ვნახოთ, შედეგი საქმით უნდა დადასტურდეს. ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ძალიან კარგი შანსია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ხუთ დღეს ვაძლევთ და ვნახავთ, სად მიგვიყვანს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს განახლდა.

„ხვალ მათ ელექტროსადგურებზე დარტყმას ვგეგმავდით, მაგრამ აღარ ვაპირებთ, ეს გადავდეთ. ვიმედოვნებთ, ამის გაკეთება არ დაგვჭირდება და შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც ყველასთვის კარგი იქნება“, – განმარტა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.