დონალდ ტრამპი ირანის საკითხზე თავისი მხარდამჭერების პოზიციებს გამოეხმაურა - შეიძლება, მყავდეს ადამიანები, რომლებიც ცოტა უკმაყოფილო არიან, მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც არ სჯერათ, რაც ხდება, იმდენად უხარიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი „ცოტა უკმაყოფილოა“ ირანში აშშ-ის შესაძლო ინტერვენციით.

„შეიძლება, მყავდეს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცოტა უკმაყოფილო არიან ახლა, მაგრამ მყავს ისეთებიც, ვინც ძალიან ბედნიერია. ასევე, არის ხალხი ამ ბაზის მიღმა, რომლებსაც არ სჯერათ იმის, რაც ახლა ხდება, იმდენად უხარიათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ხანგრძლივ ომში აშშ-ის პოტენციურ ჩაბმასთან დაკავშირებით თავისი მხარდამჭერების შეშფოთებებზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.

„მე არ განვიხილავ ხანგრძლივ პერსპექტივას, არამედ მოკლევადიანს. ამას უკვე 20 წელია, ვამბობ“, – დასძინა ტრამპმა.