დონალდ ტრამპი - ირანი მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანას ესვრის რაკეტებს, ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მეზობელ ქვეყნებზე იერიშების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანას ესვრიან რაკეტებს. ისინი ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ“, – აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სცოდნოდა, ირანი მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს განახორციელებდა, მის წინააღმდეგ ომს მაინც დაიწყებდა.
„გავიგე, რომ ისინი გაერთიანებულ საამიროებს რაკეტებს ესროდნენ. ვთქვი, ეს უცნაურია, არა? გაერთიანებული საამიროები ირანის ბანკირივითაა. ბანკირი, ასე ვთქვათ. კატარი, მათთან კარგად იყვნენ. მერე კი უცებ საუდის არაბეთი. ქუვეითი, ქუვეითს ურტყამენ. ბაჰრეინს ურტყამენ. ყველა ამ ქვეყანას ურტყამენ. ვერცერთი ექსპერტი ამას ვერ იწინასწარმეტყველებდა. და საქმე იმაში არ არის, უნდა გვცოდნოდა თუ არა. თუნდაც გვცოდნოდა, მაინც ის უნდა გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ტრამპმა.