დონალდ ტრამპი – იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ აშშ-ის მასშტაბით ფასების ზრდა „მძინარა“ ჯო ბაიდენითა და ბაიდენის ადმინისტრაციით იყო გამოწვეული და არა ტრამპით
იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ აშშ-ის მასშტაბით ფასების ზრდა „მძინარა“ ჯო ბაიდენითა და ბაიდენის ადმინისტრაციით იყო გამოწვეული და არა ტრამპით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედის პრეზიდენტობის დროს ნავთობის ფასიც კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა, მისი მმართველობის პერიოდში.
ამასთან, მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა არ მისცა.
„ნავთობის დროებითი გამონაკლისის გარდა, ფასები მკვეთრად იკლებს. ნავთობის ფასიც ძალიან სწრაფად დაეცემა, როგორც კი ირანთან სამხედრო კონფლიქტი დასრულდება, ეს კი დიდხანს არ გაგრძელდება“, – წერს ტრამპი.