დონალდ ტრამპი - გუბერნატორმა ტიმ უოლცმა დამირეკა თხოვნით, ერთად ვიმუშაოთ მინესოტასთან დაკავშირებით, ეს იყო კარგი საუბარი, ჩვენ ერთსა და იმავე აზრზე აღმოვჩნდით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მინეაპოლისში ფედერალური აგენტის მიერ ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა მას დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა.
„გუბერნატორმა ტიმ უოლცმა დამირეკა თხოვნით, ერთად ვიმუშაოთ მინესოტასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი და ჩვენ, სინამდვილეში, ერთსა და იმავე აზრზე აღმოვჩნდით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ტიმ უოლცს განუცხადა, რომ მას დაუკავშირდება თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების კოორდინატორი ტომ ჰომანი.
ცნობისთვის ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.