დონალდ ტრამპი – „ფოქს ნიუსი“ ბევრ დროს ხარჯავს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების „ოპონენტების“ წარმოჩენაზე, როდესაც რესპუბლიკელების კანდიდატებს უყვართ ჩვენი ქვეყანა, აქვთ შესანიშნავი იდეები

22:11, 25.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფოქს ნიუსს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტელევიზია ზედმეტად დიდ დროს უთმობს რესპუბლიკური პარტიის ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ აჩვენოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები, რომლებსაც ქვეყანა უყვართ.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს თითქმის თანაბარი შედეგები აქვთ.

„„ფოქს ნიუსი“ ძალიან ბევრ დროს ხარჯავს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების „ოპონენტების“ წარმოჩენაზე, მაშინ როდესაც რესპუბლიკელების კანდიდატებს უყვართ ჩვენი ქვეყანა და აქვთ შესანიშნავი პოლიტიკა და იდეები. მედია ამ ამერიკელ პატრიოტებს აბსოლუტურად „აბუნდოვნებს“ და „ფოქსიც“ ცოტას აკეთებს მათ დასახმარებლად. მხოლოდ ამის გამოა ეს რბოლა ერთმანეთთან ახლოს, ის მართლაც ახლოსაა“, – აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, შუალედური არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი