დონალდ ტრამპი – ევროპაში არალეგალური მიგრაცია უნდა შეჩერდეს, ევროპას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ვინმე სხვა, მათი ჩათვლით, ვინც მას მართავს, ორი რამ კლავს ევროპას, მიგრაცია და ენერგეტიკა

00:37, 04.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად სამხედრო ძალა უნდა გამოიყენონ.

„ევროპაში არალეგალური მიგრაცია უნდა შეჩერდეს. ევროპას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ვინმე სხვა, მათი ჩათვლით, ვინც მას მართავს. ორი რამ კლავს ევროპას: პირველი მიგრაცია, მეორე ენერგეტიკა. დიდ ბრიტანეთს რომ შეხედავთ, მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ენერგომარაგი გააჩნია – ჩრდილოეთის ზღვა. თუ ამ რესურსს აითვისებენ, მდიდარი ქვეყანა გახდებიან. თუ დახურული დარჩება, გაკოტრებული დარჩებიან, რაც, არსებითად, ახლაც არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, დიდი ბრიტანეთი ენერგიას ნორვეგიისგან ყიდულობს, თუმცა თავად აქვს რესურსი, რომელიც „ოქროზე უკეთესია“ და რომელსაც არ იყენებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიგრაცია ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა და, მისი თქმით, ევროპაში შესული ადამიანების ნაწილი ევროპის ქვეყნებს არაფერში ეხმარება.

მსგავსი