დონალდ ტრამპი - ევო მორალესის გადადგომამ ბოლივიას დემოკრატია შეუნარჩუნა და ვენესუელისა და ნიკარაგუის არალეგიტიმურ რეჟიმებს სიგნალი გაუგზავნა
დონალდ ტრამპი - ევო მორალესის გადადგომამ ბოლივიას დემოკრატია შეუნარჩუნა და ვენესუელისა და ნიკარაგუის არალეგიტიმურ რეჟიმებს სიგნალი გაუგზავნა

ევო მორალესის გადადგომამ ბოლივიას დემოკრატია შეუნარჩუნა და ვენესუელისა და ნიკარაგუის არალეგიტიმურ რეჟიმებს სიგნალი გაუგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლა დასავლეთ ნახევარსფეროს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რაც ცხადყოფს, რომ დემოკრატია და ხალხის სურვილი ყოველთვის გაიმარჯვებს.

„აშშ-ი მიესალმება ბოლივიელ ხალხს თავისუფლების მოთხოვნისთვის და ბოლივიელ სამხედროებს ფიცის დაცვისთვის, რათა დაეცვათ არა ერთი ადამიანი, არამედ ბოლივიის კონსტიტუცია. ჩვენ ახლა ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ სრულად დემოკრატიულ, აყვავებულ და თავისუფალ დასავლეთ ნახევარსფეროსთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.