დონალდ ტრამპი – ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვა

00:33, 11.07.2020
President Donald Trump speaks about the coronavirus in the Rose Garden of the White House, Friday, May 15, 2020, in Washington. Director of the National Institute of Allergy and Infectious Diseases Dr. Anthony Fauci listens at left. (AP Photo/Alex Brandon)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ ბევრი შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ მან „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ პირბადეების ტარება საჭირო არ იყო. ახლა იძახიან, რომ პირბადეები უნდა ვატაროთ. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ენტონი ფაუჩისა და დონალდ ტრამპს ერთმანეთი 2 ივნისის შემდეგ არ უნახავთ. ხოლო, როგორც თავად ფაუჩი აცხადებს, მას ქვეყნის პრეზიდენტთან „კოვიდ-19“-ის პანდემია უკვე ორ თვეზე მეტია, არ განუხილავს.

მსგავსი