დონალდ ტრამპი - ჟურნალისტმა აიძულა ლებრონი ჭკვიანი გამოჩენილიყო, ეს არც ისე იოლია
დონალდ ტრამპი - ჟურნალისტმა აიძულა ლებრონი ჭკვიანი გამოჩენილიყო, ეს არც ისე იოლია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის ბრალდებას.

რამდენიმე დღის წინ, NBA-ის ვარსკვლავმა CNN-ში ჟურნალისტ დონ ლემონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი სპორტს ამერიკელთა გასაყოფად იყენებს.

„ლებრონ ჯეიმსმა ინტერვიუ მისცა ყველაზე სულელ წამყვანს ტელევიზიაში დონ ლემონს, მან აიძულა ლებრონი ჭკვიანი გამოჩენილიყო, რაც იოლი არ არის. მე უპირატესობას მაიკლ ჯორდანს ვანიჭებ”, – დაწერა თავის “ტვიტერზე” ტრამპმა.

ჯეიმსს ადრეც გაუკრიტიკებია ტრამპი. გასულ წელს, კალათბურთელი მოედანზე შავი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელებით გავიდა, რომლებზეც Equality (“თანასწორობა”) ეწერა. ამით ლებრონს სურდა გამოეხატა სოციალური პროტესტი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც თავის გამოსვლებში სპეკულირებს რასობრივ და სოციალურ უთანასწორობაზე.