დონალდ ტრამპი - დარწმუნებული ვართ, კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება
დონალდ ტრამპი - დარწმუნებული ვართ, კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სჯერა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ტელეკომპანიამ პრეზიდენტთან ინტერვიუ ლინკოლნის მემორიალთან ჩაწერა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება ვაქცინა წლის ბოლომდე. ექიმები იტყვიან, რომ მე ეს არ უნდა მეთქვა. მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ვაქცინა მხოლოდ 2021 წელს იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი.