დონალდ ტრამპი - ჩვენ გვჭირდება სპორტის განახლება, დავიღალე 14 წლის წინანდელი მატჩების ყურებით (ვიდეო)
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვჭირდება სპორტის განახლება, დავიღალე 14 წლის წინანდელი მატჩების ყურებით (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ ქვეყანაში სპორტული ტურნირები განახლდეს.

„ჩვენ გვჭირდება სპორტული ტურნირების დაბრუნება, – თქვა ტრამპმა. – პირადად მე დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ცქერით. მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას სპორტში მთავარ მოთამაშეებთან, რათა მათგან შევიტყო – როდის დავიბრუნებთ ლიდერის ძველ პოზიციას“.

ამ დროისთვის, კორონავირუსის გამო, ჩრდილოეთ ამერიკაში შეჩერებულია ყველა პროფესიული ლიგის სეზონი, მათ შორის, NBA-სა და NHL-ში. ჯერჯერობით მატჩების განახლების სავარაუდო თარიღებიც კი არ არსებობს.