დონალდ ტრამპი - „ბრიქსის“ წევრებს თუ სურთ, ეთამაშონ დოლარს, მათ 100-პროცენტიანი ტარიფით დავარტყამ, მოვლენ და შემეხვეწებიან, ეს არ გავაკეთო, „ბრიქსი“ მკვდარია მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი
„ბრიქსი“ იყო ცუდი მიზნით შექმნილი და ახლა ამ ორგანიზაციის მონაწილეებს ამაზე საუბარიც კი არ სურთ, მათ ეშინიათ ამაზე საუბრის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ბრიქსთან“ 100-პროცენტინი ტარიფებით ივაჭრებს.
„თუ მათ სურთ, ეთამაშონ დოლარს, მაშინ მათ 100-პროცენტიანი ტარიფით დავარტყამ. შემდეგ ისინი მოვლენ და შემეხვეწებიან, რომ ეს არ გავაკეთო. „ბრიქსი“ მკვდარია მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი. თუ „ბრიქსს“ უნდა თამაში, მაშინ ჩვენ არ ვივაჭრებთ მათთან, და თუ იქნება რამე სახის ვაჭრობა, მაშინ იქნება 100-პროცენტინი ტარიფები. ამას რომ ვამბობ, იმ ქვეყნებს არც კი სურთ აღიარება, რომ „ბრიქსის“ წევრები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.