დონალდ ტრამპი ბორის ჯონსონს იანვრის დასაწყისში თეთრ სახლში ეპატიჟება
დონალდ ტრამპი ბორის ჯონსონს იანვრის დასაწყისში თეთრ სახლში ეპატიჟება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში ეპატიჟება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ვიზიტი იანვრის პირველ ნახევარში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერს სურს, რომ ბრექსიტის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გააფორმოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულება.