დონალდ ტრამპი აშშ-ის თავდაცვის მდივნად პატრიკ შანაჰანის წარდგენას გეგმავს
დონალდ ტრამპი აშშ-ის თავდაცვის მდივნად პატრიკ შანაჰანის წარდგენას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატრიკ შანაჰანის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა სოციალურ ქსელში დააანონსა.

„ქვეყნისთვის გამორჩეულ მსახურებასა და გამოვლენილ ლიდერულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, პრეზიდენტი ტრამპი პატრიკ შანაჰანის თავდაცვის მდივნად წარდგენას გეგმავს“, – ვკითხულობთ სარა სანდერსის პოსტში.

პატრიკ შანაჰანი კომპანია „ბოინგის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის იანვრიდან კი თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელია.

შანაჰანის წინააღმდეგ პენტაგონის გენერალური ინსპექტორი გამოძიებას აწარმოებდა, თითქოს კომპანია „ბოინგის“ მიმართ პენტაგონისგან შეღავათების მიღებისთვის, თუმცა გასულ თვეში მას ყველა ბრალდება მოეხსნა.