დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

ტრამპის თქმით, მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის ბრძოლის შესახებ 18 ივნისს, ორლანდოში განაცხადებს.

„მეორე საპრეზიდენტო ვადისათვის ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ პირველ ლედისთან, მელანიასთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და მეორე ლედისთან, ქერენ პენსთან ერთად, ფლორიდაში, ორლნადოში, ცენტრ Amway-ში 18 ივნისს გამოვაცხადებ. შემოგვიერთდით ამ ისტორიულ შეკრებაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.