დონალდ ტრამპი აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს
დონალდ ტრამპი აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, რომელიც ქვეყნის სამხრეთით საზღვარზე ჰუმანიტარულ კრიზისსა და ე.წ. შათდაუნს შეეხება.

ტრამპის მიმართვის ტრანსლაცია თეთრი სახლიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.

ე.წ. შათდაუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის 22 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს. მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერების გამო, 800 ათასი ამერიკელი ხელფასს ვერ იღებს. ამის მიზეზი კი დონალდ ტრამპის მოთხოვნაა. აშშ-ის პრეზიდენტი საზღვარზე კედლის აშენებისთვის დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.