დონალდ ტრამპი - არ ვიცით, ვინ არიან ირანის ლიდერები, რამდენადაც ვიცით, მათი ყველა ლიდერი მკვდარია, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე
დონალდ ტრამპი - არ ვიცით, ვინ არიან ირანის ლიდერები, რამდენადაც ვიცით, მათი ყველა ლიდერი მკვდარია, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უცნობია, თუ ვინ მართავს რეალურად ირანს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებას ითხოვენ, თუმცა ვინ არიან ისინი, ამაზე აშშ-ში წარმოდგენა არ აქვთ.

„იცით, ვიღაცამ მითხრა, თუ რატომ უნდა ვესაუბროთ მათ საერთოდ. მე ყველას ველაპარაკები, რადგან ხანდახან იქიდან კარგი რამეც გამოდის. მაგრამ არ ვიცი, მზად არიან თუ არა ჯერ. მათ მძიმე დარტყმებს აყენებენ. არ ვიცი, მზად არიან თუ არა. და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვინ არიან მათი ლიდერები. შეხედეთ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათი ყველა ლიდერი მკვდარია. დიახ, ყველა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ირანის ახალ სულიერ ლიდერზე საუბრისას კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირს მოჯტაბა ხამენეის.

„ბევრი ამბობს, რომ ის დასახიჩრებულია. ამბობენ, რომ ერთი ფეხი დაკარგა და ძალიან მძიმედაა დაშავებული. სხვები ამბობენ, რომ საერთოდ მკვდარია. მაგრამ არავინ ამბობს, რომ ის სრულად ჯანმრთელია. და ის საერთოდ არ გამოჩენილა. იცით, აიათოლა ჩვეულებრივ იჯდებოდა და სიძულვილს აფრქვევდა ტახტის მსგავსი ადგილიდან. ისეთი კარგი ტახტიდან არა, როგორიც ინგლისშია, მე ინგლისის ტახტი ბევრად უფრო მომწონს. მაგრამ ეს მაინც მდიდრული სავარძელი იყო, საიდანაც სიძულვილს აფრქვევდა. თქვენ მას ხშირად ხედავდით, ხომ ასეა? ამჯერად კი საერთოდ არ გვინახავს. ამას, შეიძლება, ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ჩვენ არ ვიცით, ცოცხალია თუ არა. ერთ რამეს ვიტყვი, ის არავის უნახავს. და ეს ძალიან უჩვეულოა“, – აღნიშა ტრამპმა.