დონალდ ტრამპი - ანგელა მერკელი შესანიშნავი მეგობარი და ფანტასტიური ქალია
დონალდ ტრამპი - ანგელა მერკელი შესანიშნავი მეგობარი და ფანტასტიური ქალია

ანგელა მერკელი შესანიშნავი მეგობარი და ფანტასტიური ქალია, – ასე დაახასიათა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე.

ლიდერები ერთმანეთს დილით შეხვდნენ.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვაჭრობამ მაღალ დონეს მიაღწია, ისეთს, როგორიც არასდროს ყოფილა. ის ფანტასტიური მეგობარი და ფანტასტიური ქალია და მოხარული ვარ, რომ მეგობრად მყავს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ გერმანული კომპანიები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ აშშ-ში.

ანგელა მერკელის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ირანი ოცეულის სამიტის მნიშვნელოვანი თემები იქნება.