დონალდ ტრამპი - ამერიკის შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს
დონალდ ტრამპი - ამერიკის შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატები​ ირანში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს განუცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ირანის დახმარება და მასთან მუშაობა სურს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან დიდი პროგრესია მიღწეული, თუმცა ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია.

ირანთან დაკავშირებულ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მაიკ პომპეომ თქვა, რომ თეირანი სარაკეტო პროგრამაზე მოლაპარაკებისთვის მზად არის. მხარეებს შორის ურთიერთობები 2018 წელს, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ გართულდა.

დატოვე კომენტარი