დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარი გამართა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. პასუხია კი. ვერ ვიტყოდი, რომ კარგად ან ცუდად ჩაიარა. ეს სატელეფონო საუბარი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი გაფრთხილება, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს, არ იყო სიგნალი იმისა, რომ საჰაერო დარტყმა გარდაუვალია.

„არ ეძებოთ ამ განცხადებაში რამე განსაკუთრებული. საჰაერო სივრცის შესახებ გაფრთხილება გავაკეთე, რადგან ვენესუელას არც თუ ისე მეგობრულ ქვეყნად მივიჩნევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.