დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს შეთანხმება უკრაინასთან, რომლის თანახმად, უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში სამხედრო დახმარება გაგრძელდება
უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენ გვსურს გარიგება დავდოთ უკრაინასთან. ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ მათი იშვიათი მინერალებისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მთავრობამ მიანიშნა, რომ ღია არიან ტრამპის მიერ გაჟღერებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ურანის, ლითიუმისა და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.