დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს და მოსკოვის გარიცხვა შეცდომა იყო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს და მოსკოვის გარიცხვა შეცდომა იყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს რუსეთის დაბრუნება “დიდ შვიდეულში“ და მოსკოვის გარიცხვა შეცდომა იყო.

„მსურს მათი დაბრუნება. ვფიქრობ, მათი გარიცხვა შეცდომა იყო. საქმე ის კი არ არის, მოგწონს რუსეთი თუ არა. ეს იყო დიდი რვიანი. მე ვთქვი: „რას აკეთებთ? თქვენ მხოლოდ რუსეთზე საუბრობთ და ისინი მაგიდასთან უნდა ისხდნენ“. ვფიქრობ, პუტინს ძალიან გაუხარდებოდა დაბრუნება“, – განაცხადა ტრამპმა.