დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპს ბოდიშს არ მოუხდის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპს ბოდიშს არ მოუხდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპს, ლეო XIV-ს ბოდიშს არ მოუხდის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომის პაპი „ძალიან სუსტია დანაშაულთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“ და, მისივე თქმით, „უბრალოდ პასუხობს“ პაპის კრიტიკას.

„არაფერი მაქვს საბოდიშო, რადგან ის არის არასწორი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.