დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია პანდემიას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია პანდემიას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია პანდემიას საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ფეიკნიუსები შემთხვევებზე, შემთხვევებზე და კიდევ შემთხვევებზე საუბრობენ. ეს ბევრ დაბალი რისკის მქონე ადამიანს მოიცავს. მედია ყველაფერს აკეთებს, რათა 3 ნოემბრის წინ შიში დათესონ. შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, რადგან ტარდება მეტი ტესტირება, მსოფლიოში ყველაზე მეტი და ყველაზე კარგი. სიკვდილიანობის დონე 85%-ით არის შემცირებული“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

დატოვე კომენტარი