დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლიეტუვაში ამერიკული ბაზის გახსნის საკითხს განიხილავს

01:19, 06.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ლიეტუვაში ამერიკული ბაზის გახსნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა ლიეტუვის შეთავაზებას, ქვეყანაში მუდმივი ამერიკული ბაზის გახსნის შესახებ.

„ისინი ჩემი მეგობრები არიან. შესანიშნავი ხალხია, ამიტომ ამას აუცილებლად განვიხილავთ. ლიეტუველები შესანიშნავი ადამიანები არიან, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას მან ოფიციალურად წარადგინა წინადადება ლიეტუვის ტერიტორიაზე აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ.

მსგავსი