დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონტაქტი არ ჰქონია მაიკ პენსის გუნდის წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონტაქტი არ ჰქონია მაიკ პენსის გუნდის წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გუნდის წევრს, რომელსაც დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა მაიკ პენსთან. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალია, ქეითი. დიდი ხნის განმავლობაში ტესტირების დროს მისი პასუხი უარყოფით იყო, დღეს მოულოდნელად მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფიცირებული პირი პრესსამსახურში მუშაობს.

მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული ქეით მილერია.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.