დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ განუხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ განუხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ განუხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს ეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება. ბევრი რამ ხდება ახლა, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. შემიძლია, გაგცეთ პასუხი, შემდეგ კი დავბრუნდე ჩემს კაბინეტში, ჩემს მშვენიერ ოვალურ კაბინეტში და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველდა. ეს ბიზნესის მსგავსია“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე, რაზეც აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება გაუქმებული არ არის. მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მადლიერი უნდა იყოს, რადგან აშშ ნებისმიერ ვითარებაში უჭერდა მის ქვეყანას მხარს.

„ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი გარიგებაა, რადგან ბაიდენმა ძალიან, ძალიან სულელურად მისცა 350 მილიარდი დოლარი უკრაინას საომრად და თქვენ იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.