დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰოვარდ ლუტნიკის ეპშტეინის კუნძულზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და თავად არასდროს ყოფილა ეპშტეინის კუნძულზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის ეპშტეინის კუნძულზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ლუტნიკთან არასდროს უსაუბრია. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არასდროს ყოფილა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე.
„მე ამის შესახებ არ ვიცოდი. მასთან ამის შესახებ არ მისაუბრია, მაგრამ რაც გავიგე, ის იქ იყო ცოლ-შვილთან ერთად და ვფიქრობ, იქ ბევრი ადამიანი იყო. მე არ ვყოფილვარ. მე იქ არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, თავად ჰოვარდ ლუტნიკი ეპშტეინთან კავშირს უარყოფს, თუმცა კუნძულზე მასთან ერთად სადილს ადასტურებს. მისი თქმით, ეპშტეინთან ურთიერთობა არ ჰქონია და 14 წლის განმავლობაში მასთან მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ელექტრონული მიმოწერა.