დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ითვალისწინებს იმ პუნქტებს, რაც აშშ-ს სურდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ითვალისწინებს იმ პუნქტებს, რაც აშშ-ს სურდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი გარიგების ჩარჩო ითვალისწინებს იმ პუნქტებს, რაც შეერთებულ შტატებს სურდა.

„გარიგება გვაძლევს ყველაფერს, რაც უნდა მიგვეღო – განსაკუთრებით ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა  დონალდ ტრამპმა.

შეერტებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება „სამუდამო გარიგება“.

„ეს არის საბოლოო გრძელვადიანი გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ყველას აყენებს ნამდვილად კარგ პოზიციაში, განსაკუთრებით ეს შეეხება უსაფრთხოებას, მინერალებსა და ყველაფერ დანარჩენს“, – ამბობს ტრამპი.