დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფოქსნიუსი“ ყალბი გამოკითხვის შედეგებს აშუქებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფოქსნიუსი“ ყალბი გამოკითხვის შედეგებს აშუქებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ფოქსნიუსი“ ყალბი გამოკითხვის შედეგებს აშუქებს.

„ფოქსნიუსი“ ყალბი გამოკითხვის შედეგებს მათი გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ აშუქებს. ჩვენ რეალურ გამოკითხვებში ვლიდერობთ, რადგან ხალხი დემოკრატების მიერ მართული ქალაქების ჩამოშლის ყურებით დაიღალა. ამასთანავე, ახლა რესპუბლიკური პარტიის 96 პროცენტი მიჭერს მხარს. ეს კიდევ ერთი 2016 წელია“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ მეშვეობით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს, „ფოქსნიუსის“ ნაცვლად, „ნიუსმაქსისა“ და „ვან ამერიქან ნიუსის“ ყურება ურჩია.

„დასვენების დღეებში, შუადღისას „ფოქსნიუსის“ საშინელებაა. ისინი „სიენენისა“ და „ემესდიენსის“ ტერიტორიაში იჭრებიან. ამის ნაცვლად, უყურეთ „ვან ამერიქან ნიუსსა“ და „ნიუსმაქსს“, – წერს დონალდ ტრამპი.