დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დროა, მიიღოს გადაწყვეტილება, მიაღწევს შეთანხმებას თეირანთან თუ მასზე თავდასხმებს გააგრძელებს

00:50, 26.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დროა, გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, მიაღწევს შეთანხმებას თეირანთან თუ მასზე თავდასხმებს გააგრძელებს.

„ბლუმბერგთან“ საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „თამაშებს არ თამაშობს“.

„მე მაქვს გადაწყვეტილება მისაღები: შევასრულო დავალება, რაც ძალიან ადვილი იქნება, თუ მივაღწიო შეთანხმებას? სულ ესაა. ჩვენ თამაშებს არ ვთამაშობთ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ირანი „ყველაფერს აკეთებს“, რათა არჩევნების წინ ნავთობის ფასები გაზარდოს.

ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო დეპარტამენტებმა 3 ნოემბრის აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებისთვის კონკრეტული გეგმები შეიმუშავეს.

მსგავსი