დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ციმბირში შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ციმბირში შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების საკითხზე საუბარს გეგმავს.
ტრამპის თქმით, საუბარი „ძალიან მალე“ გაიმართება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეუბნებიან აშშ-ის სადაზვერვო უწყებები მომხდართან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე „ძალიან სიღრმისეული განხილვები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ გვექნება“.
მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ „იცის და ყურადღებით აკვირდება რუსეთის ირკუტსკის რეგიონში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა“. უწყების განცხადებით, შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები ჯერ დადასტურებული არ არის.