დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას ადვილად მიაღწევს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას ადვილად მიაღწევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას ადვილად მიაღწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჰემფშირის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობს.

„შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთის მსგავსად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.