დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე სტაბილურად დაბალია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე სტაბილურად დაბალია

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე შემცირებულია.

„ახალი ჩინური ვირუსის შემთხვევები მომატებულია მასობრივი ტესტირების გამო, ხოლო სიკვდილიანობის დონე სტაბილურად დაბალია. „ფეიკ ნიუს“ მედიამ ეს უნდა გააშუქოს, ასევე ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.