დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ხმების ის რაოდენობა, რომელსაც პენსილვანიაში ჩვენი კამპანია ასაჩივრებს, 81 000-ის ნიშნულზე ბევრად მეტია, ვერც კი მიუახლოვდება.

გაყალბება და უკანონობა ამ საქმის დიდი ნაწილია, დოკუმენტებზე მუშაობას ახლა ვასრულებთ. აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – წერს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი „ტვიეტრში“.

ტრამპის თქმით, გამოითქვა ბრალდებები და პენსილვანიის შემთხვევაში უზარმაზარი მტკიცებულებები აქვს.

„უბრალოდ, ზოგს ამისი დანახვა არ უნდა, მათ არ სურთ, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. სამწუხაროა!“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.