დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა უკრაინაში ომის შეჩერებას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა უკრაინაში ომის შეჩერებას.
„მე არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს“, – უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე მყოფ ჟურნალისტებს კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ შეძლებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერებას.
კითხვაზე, არის თუ არა ომის შეწყვეტა პრიორიტეტული, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ასეთი სურვილი აქვს.
„დიახ, მე მინდა, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ის სხვა ვადებს ასახელბდა და პირობას დებდა, რომ ზავის მიღწევას ექვს თვეში შეძლებს.