დონალდ ტრამპი 10 იანვარს მექსიკის საზღვართან გაემგზავრება
US President Donald Trump makes his way to board Marine One on the South Lawn of the White House in Washington, DC on May 4, 2017. Trump is heading to New York, NY. / AFP PHOTO / MANDEL NGAN (Photo credit should read MANDEL NGAN/AFP/Getty Images)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 იანვარს მექსიკის საზღვართან გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
სარა სანდერსის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთის საზღვარზე მესაზღვრეებს შეხვდება.
შეგახსენებთ, 22 დეკემბერს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა დაფინანსების შეწყვეტის გამო. ამის მიზეზი კონგრესში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა. დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები ბიუჯეტში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის თანხის შეტანას ითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები.
სამხრეთის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დონალდ ტრამპი ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.